მანდარინის ექსპორტმა 26,775 ტონა შეადგინა

მანდარინის ექსპორტმა 26,775 ტონა შეადგინა

მიმდინარე წლის 3 იანვრის მდგომარეობით, 2018-2019 წლების „ნარინჯისფერი რთველის“ ფარგლებში, მანდარინის ექსპორტმა 26,775 ტონა შეადგინა, რაც 25%-ით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტირებული მანდარინის რაოდენობას (გასულ წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 20,614 ტონა მანდარინი).
რუსეთი, უკრაინა და სომხეთი, ის ძირითადი ქვეყნებია, სადაც საქართველოდან ციტრუსის ექსპორტი ხორცილდება. ციტრუსის ექსპორტი ხორციელდება ასევე, ყირგიზეთში, ყაზახეთში, ბელორუსიაში, უზბეკეთში, ლატვიასა და აზერბაიჯანში. დღეისათვის, მანდარინზე საბითუმო ფასი 0.40-დან 0.70 ლარამდე მერყეობს.
„რაც შეხება სამრეწველო გადამუშავებისთვის ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის რაოდენობას, დღეისათვის ის 9,140 ტონას შეადგენს. გასული წლის ანალოგიური პერიოდისათვის აღნიშნული მაჩვენებელი 7,949 ტონა იყო.
მანდარინის ჩაბარების პროცესის შეუფერხებელი მიმდინარეობის უზრუნველყოფისა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის ოპერატიული გაცემის მიზნით, აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, გახსნილია და ფუნქციონირებს საკოორდინაციო შტაბი.
„ნარინჯისფერ რთველთან“ დაკავშირებული საჭირო ინფორმაციის ოპერატიულად მიღება შესაძლებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზზეც (1501)“,- აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
უწყების ცნობით, 25 ნოემბრიდან მოქმედებს არასტანდარტული მანდარინის სუბსიდირების პროგრამა, რომელიც, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 10 თეთრიან თანადაფინანსებას ითვალისწინებს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები