მამუკა ჭოხონელიძის შესახებ დასმულმა შეკითხვამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები, ტრადიციულად, გააღიზიანა

მამუკა ჭოხონელიძის შესახებ დასმულმა შეკითხვამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები,  ტრადიციულად, გააღიზიანა

მამუკა ჭოხონელიძის შესახებ დასმულმა შეკითხვამ ნაციონალური მოძრაობის ლიდერები,  ტრადიციულად, გააღიზიანა. მათ ისიც კი თქვეს, რომ საკუთარი პარტიის წევრს არ იცნობენ.

პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა მიხეილ სააკაშვილის პარტიიდან მამუკა ჭოხონელიძემ, სოციალურ ქსელში ფოტო ატვირთა, რომელზეც ჩანს სამართალდამცველისა და მოქალაქის ფიზიკური დაპირისპირება.

ჭოხონელიძე ფოტოზე აღბეჭდილი პოლიციელის დაკავებას ითხოვს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს გახარიას უწყების უფლებამოსილებას აღემატება, რადგან სურათზე აზერბაიჯანული პოლიციისა და აზერბაიჯანელი დემონსტრანტების დაპირისპირებაა ასახული.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები