მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მისასალმებელია, რომ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოს მიმართ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ აფიქსირებს.
მდინარაძემ იან სტოლტერბეგის მიერ პირველ არხთან ინტერვიუში გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
მისივე თქმით, რაც უფრო ახლოს არის საქართველო ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან, მით მეტია მისი ევროპულ ოჯახში დაბრუნების პერსპექტივა.
„საქართველოსთვის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ რაც უფრო ახლოა ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან საქართველო, მით უფრო მეტია პერსპექტივა ევროპულ ოჯახში დაბრუნების, ამ ოჯახში გაერთიანების და მეტია პერსპექტივა, რომ ჩვენი ქვეყანა იქნება უკეთესად მაცხოვრებელი მოქალაქეებით. ეს არის ევროპა, ჩვენი მომავალი და გზა, საიდანაც არ უნდა გადავუხვიოთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, იენს სტოლტენბერგმა პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ივლისში ბრიუსელში დაგეგმილ ნატოს სამიტზე საქართველო დაპატიჟებული იქნება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები