მამუკა მდინარაძემ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მედიაციის ინსტიტუტის შემოღების საკითხის დაყენება დადებითად შეაფასა და ინიციატივას საინტერესო უწოდა.

მამუკა მდინარაძემ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მედიაციის ინსტიტუტის შემოღების საკითხის დაყენება დადებითად შეაფასა და ინიციატივას საინტერესო უწოდა.

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მედიაციის ინსტიტუტის შემოღების საკითხის დაყენება დადებითად შეაფასა და ინიციატივას საინტერესო უწოდა.
„საპილოტე რეჟიმში მედიაცია საქართველოში აპრობირებული პრაქტიკაა, თუმცა დახვეწილი კანონმდებლობის ფონზე, სრულყოფილად განხორციელება მედიაციის პროცესი, ის ხელს შეუწყობს ორ კერძო სუბიექტს შორის დავის გადაჭრის ალტერნატიული გზის არსებობას, რაც ბიზნესისთვის, ბიზნესგარემოს გაუმჯობესებისთვის და ზოგადად ქვეყნის განვითარებისათვის მომგებიანია“,- განაცხადა მამუკა მდინარაძე.
მისი თქმით, ეს გზა აპრობირებულია აშშ-ში, ევროპის ქვეყნებში და მიიჩნევა რომ მედიაცია არის ალტერნატიული გადაწყვეტის საუკეთესო საშუალება, როდესაც ორი კერძო სუბიექტი მედიატორის დახმარებით თანხმდება ერთმანეთში და ამ გზას ალტერნატივა არ აქვს, გარდა სასამართლოსი.
„როგორც ვიცით, საქართველოში სასამართლო ძალიან გადატვირთულია და მის განტვირთვასაც ეს ყველაფერი ბუნებრივად შეუწყობს ხელს. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვიმსჯელებთ კანონპროექტის თითოეულ დეტალზე, რომლის ძალიან საინტერესო პროგრესული და ქვეყნისთვის სასარგებლო პროექტი განხორციელდება“,- აცხადებს მდინარაძე.
როგორც დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველო იქნება რეგიონში როგორც არბიტრაჟის, ისე მედიაციის მიმართულებით ლიდერი და რეგიონული ცენტრი.
„მოგეხსენებათ, დღეს ჩვენი მოქალაქეების უმრავლესობა სასამართლოსთან დაკავშირებულ მთავარ პრობლემად მიიჩნევს პროცესის ხანგრძლივობას, რასაც სასამართლოების გადატვირთულობაც განაპირობებს. მედიაციის ინსტიტუტის შემოღებით სასამართლოები გათავისუფლდებიან მცირე დავებისაგან და ეს აისახება იმაზე, რომ საქართველოში დავები მაქსიმალურად მოკლე დროში გადაიჭრება“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები