მამუკა მდინარაძე – საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო

მამუკა მდინარაძე – საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო

სალომე ზურაბიშვილის დღევანდელი გამოსვლა მისასალმებელი სტარტია მისი უდავო წარმატებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ახალი პრეზიდენტი, სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო, რომელიც ყველაფერზე მაღლა დადგებოდა.

„როდესაც უახლოეს წარსულში ფაქტობრივად ახალი კონსტიტუცია იწერებოდა, ჩვენს წარმოდგენაში საქართველოს პრეზიდენტი სწორედ ასეთი უნდა ყოფილიყო, რომელიც ყველაფერზე მაღლა დადგებოდა და, რომელიც აქცენტს ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე გააკეთებდა – ქვეყნის ერთიანობა, ქვეყნის განვითარება და ეროვნულობა. პრეზიდენტის მოხსენება დღეს სწორედ ამის შესახებ მოვისმინეთ. ვფიქრობ, ეს მისასალმებელი სტარტია მისი უდავო წარმატებისთვის“, – განაცხადა დეპუტატმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები