მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კვლავ მზად ვართ დიალოგისთვის

მამუკა მდინარაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კვლავ მზად ვართ დიალოგისთვის

საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით მმართველი გუნდი 2 თვის განმავლობაში ცდილობდა, რომ ოპოზიციისგან კონკრეტულ კითხვაზე კონკრეტული პასუხი მიეღო, თუმცა პასუხი მაინც ვერ მიიღეს- აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ.
მდინარაძის თქმით, მიუხედავად ამისა, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან დიალოგისთვის მაინც მზად არის.
”შემდეგ ჩვენ ვცადეთ, რომ პასუხი წერილობით მიგვეღო, თუმცა კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ და შეუძლებელი გახდა დიალოგის გაგრძელება. დღესაც მზად ვართ დიალოგისთვის და კონსენსუსისთვის, გვაქვს კარგი კონსტიტუცია, კარგი ტექსტი და კარგი იქნებოდა კონსენსუსის გაფართოებაც. თუ ამისთვის ოპოზიცია მზად იქნება, ჩვენც მზად ვართ დიალოგისთვის”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები