მამუკა მდინარაძე- „რასაც ოპოზიცია ერთ ლარად გადაცემულ ქონებას არქმევს, რეალურად, ამას მილიარდიანი ინვესტიციები ჰქვია”
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ ნებისმიერი აქცია, რომელიც საკრებულოს სხდომის ჩაშლისკენ არის მიმართული, ხელს უშლის ეკოლოგიის, სამუშაო ადგილების, ახალი პროექტებისა და თბილისის ახალი სავიზიტო ბარათის შექმნას. მისივე თქმით, რასაც ოპოზიცია ერთ ლარად გადაცემულ ქონებას არქმევს, რეალურად, ამას მილიარდიანი ინვესტიციები ჰქვია, რომლის განხორციელებასაც ოპოზიცია ხელს უშლის.
„შესაბამისად, ხელს უშლიან ეკოლოგიას, სამუშაო ადგილებს, ახალ პროექტებსა და თბილისის ახალ სავიზიტო ბარათს. თუ ოპოზიცია ამომრჩევლის გულის მოგებას ასე აპირებს, ამას სწორ სვლად ვერ შევაფასებ. ნებისმიერი აქცია, რომელიც საკრებულოს სხდომის ჩაშლისკენ არის მიმართული უნდა აღიკვეთოს. ეს დეპუტატები წინასწარ აანონსებდნენ, რომ მათი ქმედება სხდომის ჩაშლისკენ იქნებოდა მიმართული. ამ მიზნის წინასწარ დაანონსების შემთხვევაში, მგონია, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება სწორი იყო. ზოგადად, დეპუტატებს საკრებულოში შესვლის და მუშაობაში მონაწილეობის უფლება აქვთ, მაგრამ როცა წინასწარ აანონსებდნენ, რომ მათი მიზანი სხდომის ჩაშლა იყო, საკრებულოს გადაწყვეტილება ლეგიტიმურია”, – დასძინა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები

ხეების გადატანის გამო დაზიანებულ გზებს, ბიძინა ივანიშვილი საკუთარი ხარჯებით აკეთებს-დავით მათიკაშვილი

თამარ ჩუგოშვილი: ჰააგის სასამართლოში ქვეყანას აქვს ერთი ინტერესი და ეს უნდა იყოს ყველას საერთო ინტერესი

ვისურვებდი, რომ თეა წულუკიანის მსგავს მინისტრებს კიდევ დიდხანს ჰქონდეთ უანგაროდ და განსაკუთრებული პროფესიონალიზმით მუშაობის საშუალება-ვანო ზარდიაშვილი
