მამუკა მდინარაძე – პოლიტიკური კრიზისი შალვას ფანჩატურს ვერ გასცდა

მამუკა მდინარაძე – პოლიტიკური კრიზისი შალვას ფანჩატურს ვერ გასცდა

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე არ ეთანხმება ოპოზიციის კრიტიკას იმის შესახებ, რომ პარლამენტს ლეგიტიმაცია აკლია და დეპუტატების არსებული რაოდენობით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იქნება.

მდინარაძის თქმით, ქვეყანაში ყველა ინსტიტუტი გამართულად მუშაობს და არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის.

“უამრავი გასაკეთებელი საქმეა, რისი ლეგიტიმაციაც აბსოლუტურად აქვს პარლამენტს და ყველა ინსტიტუტი ქვეყანაში მუშაობს გამართულად. არანაირი პოლიტიკური კრიზისი არ არის. ეს პოლიტიკური კრიზისი შალვას ფანჩატურს ვერ გასცდა, საბედნიეროდ და სად გვაქვს პრობლემა, რომ მაინცდამაინც 4-ით მეტი ან ნაკლები იყოს? საპარლამენტო მუშაობაში 3 პარტია იღებს მონაწილეობას”, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ “დღის კურიერის” ეთერში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები