მამუკა მდინარაძე – ოპოზიციისთვის ზედმეტი პატივია პარლამენტში შემოსვლაზე ამდენი ხვეწნა

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციისთვის ზედმეტი პატივია პარლამენტში შემოსვლაზე ამდენი ხვეწნა.
ამასთან, მდინარაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებს მოუწოდა, არჩევნების გაყალბების თაობაზე თავიანთი არგუმენტები პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში წარადგინონ.
„მართლა ბევრი ხვეწნა გამოგვდის. შემობრძანდით, გეპატიჟებით. ზედმეტი პატივია მათთვის ამდენი ხვეწნა, თუმცა, თუ მათ რაიმე არგუმენტი მაინც დარჩათ იმ ცრუ ნარატივის გასამყარებლად, თითქოს არჩევნები გაყალბდა, შემიძლია, კიდევ ერთხელ ვუთხრა, რომ ეს არგუმენტები კომისიაში წარმოადგინონ, თუ არადა საზოგადოებას ბოდიში მოუხადონ , რადგან ძალიან მწარედ მოატყუეს თავიანთი ამომრჩევლები. ამ ქვეყნის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი უკვე ამ ცრუ ნარატივშიაღარ ცხოვრობს, რადგან არგუმენტებზე დაყრდნობით ყველამ დაიჯერა, რაც ჩვენსა და ოპოზიციას შორის მიდის. თუ რომელიმე ადამიანი ობიექტურად ფიქრობს, შეუძლებელია ამ საკითხებთან დაკავშირებით სიმართლეში ვერ გაერკვეს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მსგავსი სიახლეები

„ქართული ოცნება“ მხარს უჭერს სალომე ზურაბიშვილს, შესაბამისად, ყველა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად მონაწილეობს“

„სტრუქტურა, რომლის ვალდებულებაც არის, რომ რაც შეიძლება მეტი გააკეთოს კრიმინოგენული ვითარების შესამცირებლად, პრეზიდენტს არ უზიარებს ამ სტატისტიკას“

სალომე ზურაბიშვილი: შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობის გარანტი ჩვენ ვართ – ეს იდეა მსოფლიოში უნდა გავყიდოთ
