მამუკა მდინარაძე – ოპოზიცია საზოგადოებისთვის გეგმებისა და ხედვების გაცნობის ნაცვლად, ისევ რადიკალურ გზას ირჩევს

მამუკა მდინარაძე – ოპოზიცია საზოგადოებისთვის გეგმებისა და ხედვების გაცნობის ნაცვლად, ისევ რადიკალურ გზას ირჩევს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია საზოგადოებისთვის თავისი გეგმებისა და ხედვების გაცნობის ნაცვლად, ისევ რადიკალურ გზას ირჩევს.

ჟურნალისტებთან საუბარში მამუკა მდინარაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა ოპოზიციასთან დაკავშირებით.

„დღეს ნახეთ, რაღაც თემა მოიგონეს კონტრაქციის თაობაზე, შემდეგ ამ თემაზე გაბრაზდნენ და ამ გაბრაზებულ კომენტარებზე თქვენ ჩვენგან კომენტარებს ითხოვთ. იმ ნარატივში შევდივართ, რომ ვიღაცა ვიღაცას რაღაცას აბრალებს, მეორე მხარე თავს იმართლებს და ა.შ. საზოგადოება მართლა დაღლილია ამ უაზრო, უსაგნო ჭიდილით და არ მიდის საუბარი პროგრამაზე, გეგმებზე. საზოგადოებას მოგონილი თემების გადამკიდე საშუალება არ ეძლევა, იფიქროს იმაზე, ვისი ხედვა სჯობს, ვინ უფრო მალე ამოიყვანს ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს სიღარიბიდან, ვისი ეკონომიკური გეგმებიასწორი. რა თქმა უნდა, ეს მიდგომა საზიანოა. „ქართული ოცნება“ ძალით შეთითხნილი დღის წესრიგის მიუხედავად მაინც ცდილობს, თავის ხედვები გააცნოს ამომრჩეველს. ჩვენი პროგრამა დეტალურად იქნება საზოგადოებისთვის გაცნობილი და ის არჩევანს ამის მიხედვით გააკეთებს. ეს არის ერთი საკითხი, მეორეა ის რეიტინგები, მათ შორის მათი კვლევებიც, გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს, რომ „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს და არა, ვთქვათ, ზღვარზე – 50 პროცენტის. „ქართულ ოცნებას“ ექნება საშუალება, მთავრობა დააკომპლექტოს და ის გეგმები განახორციელოს, რაც იქნება წარმოდგენილი ახალ პროგრამაში”, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები