მამუკა მდინარაძე – “ნიანგის ცრემლებით” ტირილი მიხეილ სააკაშვილის, რომ თურმე მის დროს სასამართლო არ ყოფილა კარგი, ფარისევლობაა

მამუკა მდინარაძე – “ნიანგის ცრემლებით” ტირილი მიხეილ სააკაშვილის, რომ თურმე მის დროს სასამართლო არ ყოფილა კარგი, ფარისევლობაა

“მიხეილ სააკაშვილის “ნიანგის ცრემლებით ტირილი”, რომ თურმე მის დროს სასამართლო კარგი არ ყოფილა, ფარისევლობაა”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, სადაც ის ამბობს, რომ უსამართლო სასამართლო საკუთარ თავზე გამოსცადა.

„დამერწმუნეთ, მიხეილ სააკაშვილს თავის თავზე არ გამოუცდია ის, რაც მისი მმართველობის დროს გამოსცადა ძალიან ბევრმა უსამართლოდ დაჩაგრულმა ადამიანმა. მან სამართლიანი სასამართლო გამოსცადა, ხოლო მისი მმართველობის დროს ადამიანებმა გამოცადეს უსამართლო მიდგომა და დამოკიდებულება. აღარაფერს ვამბობ წამებაზე და ადამიანების მკვლელობაზე, სასამართლოში უკანონო და დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებზე, რაც “ნაციონალური მოძრაობის” სამარკო ნიშანი იყო. დღეს, “ნიანგის ცრემლებით” ტირილი მიხეილ სააკაშვილის, რომ თურმე მის დროს სასამართლო არ ყოფილა კარგი, ეს ფარისევლობაა. მისი აღიარებები ემსახურება კონკრეტულ მიზანს, ცოტა მეტი ხმა მიიღოს რომ მეტი მანდატი ჰქონდეს პარლამენტში. თუმცა, საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს”, -განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები