მამუკა მდინარაძე-ნებისმიერმა ადამიანმა, ვისთანაც კითხვები ექნება გამოძიებას ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

მამუკა მდინარაძე-ნებისმიერმა ადამიანმა, ვისთანაც კითხვები ექნება გამოძიებას ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ ალავიძე-ქუმსიშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, ვისთანაც კითხვები ექნება გამოძიებას ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეს.

“გამოძიების დეტალებთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და არც უნდა მქონდეს. რაც შეეხება მათ დაკითხვას, ნებისმიერი ადამიანი, რომლებთანაც ექნება კითხვა გამოძიებას ვალდებულია ამ კითხვებს პასუხი გასცეს. მიუხედავად იმისა ის იქნება ყოფილი, ახლანდელი თუ მომავალი თანამდებობის პირი”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე მთავარ პროკურატურაში გამოკითხეს. ისინი ცალკეულ მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება/გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხნენ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები