მამუკა მდინარაძე: მარგველაშვილი პარლამენტს სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა

მამუკა მდინარაძე: მარგველაშვილი პარლამენტს სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა

“ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ასარჩევად პარლამენტს საკუთარ ახლობლებს სთავაზობდა”, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხადა.
მან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე აღნიშნულის შესახებ ისაუბრა და ისიც განმარტა, თუ რატომ არ ჰქონდათ მათ პროტესტი იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილი პრეზიდენტი მოსამართლეებს ყოველგვარი კრიტერიუმებისა და წესის გარეშე არჩევდა.
მისივე თქმით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში პირველად იწერება, თუ როგორი წესითა და კრიტერიუმებით უნდა მოხდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევა.
ცნობისათვის, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის წესზე არასამთავრობო სექტორის, ადვოკატთა ასოციაციისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებს ხვდებიან.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები