მამუკა მდინარაძე-ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა

მამუკა მდინარაძე-ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა

ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი 2024 წლისათვის აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციაში საარჩევნო კოლეგიის შემოღების საკითხი კომპრომისული გადაწყვეტილება იყო.
„დამატებითი მსჯელობა იყო, 2024 წლის და ყოველი შემდგომი არჩევნებისთვის, ხომ არ აერჩია პრეზიდენტი მხოლოდ პარლამენტს და არა საარჩევნო კოლეგიას. იურიდიულად ეს უფრო სწორი მექანიზმი შეიძლება ყოფილიყო, მაგრამ ჩვენ ალბათ უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილებისკენ წავალთ, რომ პრეზიდენტი მეტი წარმომადგენლობით ავირჩიოთ და 2024 წელს და ყოველ შემდგომ არჩევნებზე, პრეზიდენტი აირჩიოს საარჩევნო კოლეგიამ და არა მხოლოდ პარლამენტმა“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის განმარტებით, პრეზიდენტის არჩევასთან დაკავშირებულ მუხლში, მხოლოდ ტექნიკური ცვლილება შევა და ტერმინი „ხმოსნები“ შეიცვლება.
შეგახსენებთ, რომ კონსტიტუციის ახალ რედაქციაში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენის განხილვა პარლამენტში დღეს იწყება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები