მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ამომწურავი, ძალიან გულწრფელი

მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ამომწურავი, ძალიან გულწრფელი

ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ იყო ამომწურავი, ძალიან გულწრფელი, შესაძლებლობის ფარგლებში, რამდენადაც ამის საშუალება მას ერთ-ერთი ტელევიზიის ჟურნალისტმა მისცა,– ასე აფასებს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს „TV პირველის“, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან.

მდინარაძის განცხადებით, ივანიშვილმა ისაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომელზეც საზოგადოებაში განსაკუთრებული ინტერესია.

მან შეძლო დაენახებინა საზოგადოებისთვის ის რეალობა, რაც დღეს არის, რომ ერთ მხარესაა „ნაციონალური მოძრაობა“ თავისი მოდელირებული რეალობით და მეორე მხარეს გულწრფელი ძალა, გულწრფელი ლიდერით, რომელიც კარგად გრძნობს ქვეყანაში არსებულ სიტუაციას თავისი გამოწვევებით.

მან ასევე ისაუბრა დემოკრატიულ საწყისებზე, რომ ამ მიმართულებით ძალიან დიდი პროგრესი გვაქვს და რომ ეს ძალა მხარს უჭერს ევროპული ბეგრაუნდის და დასავლური ორიენტაციის ადამიანს, ძალიან ღირსეულ ადამიანს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ამიტომ, დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება გააკეთებს 28 ოქტომბერს სწორ არჩევანს და ქვეყნის პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილს აირჩევს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები