ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის წევრს, ნიკოლაუს შერაკის შეხვდა. შეხვედრის მთავარ თემას ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული რეფორმების და საქართველოს ახალი კონსტიტუციის ძირითადი მიმართულებების გაცნობა წარმოადგენდა. ავსტრიელი სტუმარი, როგორც საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ახალი კონსტიტუციით, საპარლამენტო ოპოზიციისთვის მინიჭებული ფუნქციებით დაინტერესდა. მამუკა მდინარაძემ ნიკოლაუს შერიკს აღნიშნულ საკითხზე ინფორმაცია მიაწოდა და აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების შედეგად, პოლიტიკურ პროცესებში საპარლამენტო ოპოზიციის როლი მნიშვნელოვნად გაიზარდა.
ფრაქციის თავმჯდომარემ შეხვედრაზე ავსტრია-საქართველოს ურთიერთობების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის, ავსტრიას და ავსტრიელ ხალხს მადლობა გადაუხადა.
„ნებისმიერ პოლიტიკურ ჯგუფთან და ევროპულ პარტნიორ სახელმწიფოებთან ასეთი შეხვედრები კიდევ უფრო მეტი პოზიტივის მომტანია, რაც წამყვანი დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გაზიარებას საშუალებას იძლევა“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.
ფრაქციის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრას ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩიც დაესწრო.
მსგავსი სიახლეები
ირაკლი კობახიძე-ბონუსი იყო ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი. დღესაც ასე მიმაჩნია, რომელიც აბალანსებდა მთლიანობაში სისტემას

ჩვენ მივიღეთ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის გადაწყვეტილება და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო-გიორგი კვირიკაშვილი

,,თქვენ ბევრი რამ გაქვთ სათქმელი ევროპისთვის”- ასე მიმართა ბორის სილევიჩიმ საქართველოს პარლამენტის დელეგაციას
