მამუკა მდინარაძე: 2020 წელს დემოკრატიულად აღიარებული შერეული სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს და შემდეგ გვექნება იმის გარანტია, რასაც საზოგადოებას შევპირდით

მამუკა მდინარაძე: 2020 წელს დემოკრატიულად აღიარებული შერეული სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს და შემდეგ გვექნება იმის გარანტია, რასაც საზოგადოებას შევპირდით

როდესაც ჩვენ კონსენსუსს მივაღწიეთ, ეს გახდა გარანტია იმისა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ნამდვილად გადავდივართ პროპორციულ სისტემაზე და ეს საკითხიც ვეღარ გადაიხედება, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემპირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“ განაცხადა.

„2020 წლის არჩევნები იყო უტყუარი საშუალება იმისა, რომ ნამდვილად გადავიდოდით პროპორციულ სისტემაზე, თორემ ესეც საფრთხის ქვეშ იდგა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთი მხრივ, დანაპირები შევასრულეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე გადავედით და მეორე მხრივ, ამის მიღწევის საშუალება არის 2020 წელი, როდესაც ასევე დემოკრატიულად აღიარებული შერეული სისტემით ჩავატარებთ არჩევნებს და შემდეგ გვექნება იმის გარანტია, რასაც საზოგადოებას შევპირდით“, – განაცხადა მდინარაძემ.

ამ განცხადებით მამუკა მდინარაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, შეიძლება თუ არა, გამონაკლისის დაშვება მოხდეს და პროპორციულ სისტემაზე გადასვლა 2020 წლისთვის განხორციელდეს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციამ მილიონი მოქალაქის ხელმოწერა წარმოადგინა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, იმ ადამიანების დიდმა ნაწილმა, ვინც კონსტიტუციას გამუდმებით აკრიტიკებს, თავის დროზე სცადა კონსტიტუციური რეფორმის განხორციელება, მაგრამ ეს ვერც ერთმა ვერ მოახერხა.

„დაიხარჯა უამრავი დრო, წლები და ასეულობით ათასი ლარი, მაგრამ ვერც ერთმა მათგანმა ვერ მოახერხა ის, რაც მეცხრე მოწვევის პარლამენტმა მოახერხა, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით. არ მოსწონთ, როდესაც ვსაუბრობ, რომ ეს ისტორიული გადაწყვეტილება იყო, რომ ამით გარკვეულწილად, ისტორია შეიცვალა და რომ გვაქვს ეროვნულ ღირებულებებზე ორიენტირებული ევროპული ტიპის კონსტიტუცია. ამას საქილიკოდ გახდიან ხოლმე, მაგრამ ეს არის რეალობა, ეს არის ისტორია და ეს არის კონსტიტუცია, რომელიც ამ ქვეყანაში ძალიან დიდი ხანი იმუშავებს, ძალიან წარმატებით“, – განაცხადა მდინარაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები