მამუკა მდინარაძე-2020-ის პროგნოზზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, როდესაც „ქართული ოცნება” საზოგადოებას ეტყვის, რა გამოწვევებია, რა გააკეთა და რა პრობლემები რჩება ეკონომიკურ სფეროში

მამუკა მდინარაძე-2020-ის პროგნოზზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, როდესაც „ქართული ოცნება” საზოგადოებას ეტყვის, რა გამოწვევებია, რა გააკეთა და რა პრობლემები რჩება ეკონომიკურ სფეროში

„2020-ის პროგნოზზე მას შემდეგ ვილაპარაკოთ, როდესაც „ქართული ოცნება” საზოგადოებას ეტყვის, რა გამოწვევებია, რა გააკეთა და რა პრობლემები რჩება ეკონომიკურ სფეროში. რას სთავაზობს „ქართული ოცნება” კიდევ ახალს, მეტ განვითარებას, მეტ ტემპს და ამის ანალიზი საზოგადოებას, დამიჯერეთ, რომ არ უჭირს”, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს „რუსთავი 2-ის” დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. მისი თქმით, აღნიშნულმა კვლევამ ბევრი კითხვის ნიშანი გააჩინა. „ამაზე ცოტა შემდეგში ვილაპარაკოთ. ყოველ შემთხვევაში, იქნება იმაზე განსხვავებული შედეგები, რაც ამ კვლევამ მოგვცა. ამ კვლევამ უამრავი კითხვის ნიშანი გააჩინა, რაზეც პასუხი არ არის. ეს არის მხოლოდ მმართველი გუნდისა და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, რომ რამენაირად საზოგადოებას დააჯერონ ტყუილი ინფორმაცია, ამ ადამიანს, თითქოს, რეიტინგი არ აქვს და ა.შ. ეს არის ფსიქოლოგიური ტერორი საზოგადოებაზე. დღეს მათ არ შეუძლიათ, ფიზიკური ტერორი განახორციელონ; ამის საშუალება როცა ჰქონდათ, 2012 წლამდე ამას აკეთებდნენ. დღეს აქვთ საშუალება ფსიქოლოგიური და საინფორმაციო ტერორისა და ამას ახორციელებენ წარმატებულად”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ. ცნობისთვის, „რუსთავი 2-ის” დაკვეთით კომპანია Ipsos-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, ივანიშვილის ნეგატიური რეიტინგი პიკს აღწევს – გამოკითხული მოსახლეობის უმეტესობის აზრით, 2020 წელს საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები