მამუკა კობახიძემ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ შეცდომა საპროექტო დონეზე იყო დაშვებული, თუ სამშენებლო დონეზე, ამას გამოძიება დაადგენს.

მამუკა კობახიძემ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ შეცდომა საპროექტო დონეზე იყო დაშვებული, თუ სამშენებლო დონეზე, ამას გამოძიება დაადგენს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, მამუკა კობახიძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომის დასრულების შემდეგ, მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ შეცდომა საპროექტო დონეზე იყო დაშვებული, თუ სამშენებლო დონეზე, ამას გამოძიება დაადგენს.
მისივე თქმით, ეს პროექტი, სატრანსპორტო კომპანიამ არსებული საჭიროებიდან გამომდინარე დაუკვეთა.
„კომპანიამ დაუკვეთა პროექტი, ჩატარდა ტენდერი, გაიმარჯვა შპს-მ და აწარმოა სარემონტო სამუშაოები. დღეს მიმდინარეობს უკვე გამოძიება და შესაბამისად, შეცდომა დაშვებული იყო საპროექტო დონეზე, თუ სამშენებლო დონეზე, ამას უკვე გამოძიება დაადგენს. გამოძიების შედეგებს უნდა დაველოდოთ. მერიას არ დაუკვეთავს ეს პროექტი, დაუკვეთა სატრანსპორტო კომპანიამ არსებული საჭიროებიდან გამომდინარე“, – განაცხადა კობახიძემ.
უნდა დადგეს თუ არა სატრანსპორტო კომპანიის მაშინდელი ხელმძღვანელის, ნუგზარ ჭეიშვილის პასუხისმგებლობის საკითხი, ამასთან დაკავშირებით კობახიძე ფიქრობს, რომ ყოველივე ეს საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა.
„მან დაუკვეთა პროექტი შესაბამის კომპანიას, რომელსაც ჰქონდა პროექტირების უფლება, გამოცხადდა ტენდერი და გამარჯვებულმა კომპანიამ შეასრულა სამუშაოები. თუ რაიმე კითხვა არსებობს, საგამოძიებო უწყების პრეროგატივაა, გამოიძიონ. არსებობს როგორც შესრულებული სამუშაოს ექსპერტიზის, ასევე ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნები, თუმცა, რა ეტაპზე იქნა შეცდომები დაშვებული, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს“, – განაცხადა მამუკა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“, ჭერის ჩამონგრევის შედეგად, გუშინ 14 ადამიანი დაშავდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები