მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალ წლამდე დაიკითხა და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას

მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალ წლამდე დაიკითხა და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას

მამუკა ხაზარაძე მოწმის სახით თბილისის საქალაქო სასამართლოში ახალ წლამდე დაიკითხა და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას, – ამის შესახებ „კვირას“ თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა, ზვიად კორძაძემ განუცხადა.
მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძე გამოძიებასთან თანამშრომლობს და მზად არის საჭიროების შემთხვევაში დაკითხვაზე კვლავ გამოცხადდეს.
ამასთან, ადვოკატს აბსურდულად მიაჩნია პროკურატურის მიერ წარდგენილი მუხლი, რომლის საფუძველზეც გამოძიება მიმდინარეობს.
გარდა ამისა, ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ ბოლო ორ დღეში მედიაში ატეხილი აჟიოტაჟი „ჭიქაში ატეხილი ქარიშხალია“.
„მამუკა ხაზარაძე დაიკითხა როგორც მოწმე, ჩვენ თანხმობა განვაცხადეთ, რომ იგი საქალაქო სასამართლოში დაკითხულიყო. მამუკა ხაზარაძემ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გასცა და თუ საჭირო გახდება დამატებით შეკითხვებს კვლავ უპასუხებს. რაც შეეხება პროკურატურის განცხადებას, მიმაჩნია, რომ აბსურდულია, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს. გათეთრება უნდა შავ ფულს და თეთრი ფულის გათეთრება რას ნიშნავს. ოპერაცია იყო აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში, რასაც პროკურატურა არ ამბობს, ისაა, რომ ეს ფული არსად არ წასულა, ბანკის კაპიტალს მოხმარდა. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 2008 წელს ბანკმა 80 მილიონის ინვესტიცია მოიზიდა, რათა ომის შემდეგ გადარჩენილიყო. შესაბამისად, აბსურდულია ამ თემაზე ყველანაირი მანიპულაცია“, – განაცხადა ზვიად კორძაძემ.
ცნობისათვის, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა 2018 წლის მაისში დაიწყო “თიბისი ბანკის“, მისი კლიენტი იურიდიული პირების, ბანკის ადმინისტრატორებისა და ცალკეული აქციონერების ფინანსური აქტივობების შესწავლა და მივიდა დასკვნამდე, რომ ამ აქტივობებში აშკარად იკვეთებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, ანუ ფულის გათეთრებისა და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ნიშნები.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები