მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი პომპეზური არ იქნება

მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი პომპეზური არ იქნება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალი პომპეზური არ იქნება. როგორც ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, ასეთი ღონისძიებები ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას უნდა პასუხობდეს.

„ეს ღონისძიება არ იქნება პომპეზური. მე ვფიქრობ, ზოგადად, ნებისმიერი ასეთი ღონისძიება უნდა პასუხობდეს იმას, რომ საქართველოს აქვს მცირე ეკონომიკა და ნებისმიერი ასეთი ღონისძიება უნდა დაიგეგმოს ამ ფილოსოფიით“, – განაცხადა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები