მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ქალაქ თელავში გააცნო.

მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ქალაქ თელავში გააცნო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცირე მეწარმეებისთვის შემუშავებული ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ქალაქ თელავში გააცნო.

„საქართველოს რეგიონებში მიმდინარე საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში ჩვენ დღეს მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალი საგადასახადო ინიციატივა  თელავში გავაცანით.   ჩვენ მათგან მოვისმინეთ დამატებითი რეკომენდაციები თუ როგორ შეიძლება   კიდევ უფრო დავხვეწოთ ახალი საგადასახადო რეფორმა. რათქმაუნდა კახეთისთვის აღნიშნულ ინიაციატივას ძალიან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, როგორც მოგეხსენებათ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმმა მნიშვნელოვნად წაახალისა  მეღვინეობა, ამის გარდა ვხედავთ ტურისტების გაზრდილ ნაკადს და შესაბამისად კახეთს აქვს ძალიან კარგი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ აქ მცირე და საშუალო ბიზნესი,” – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ახალი საგადასახადო ინიციატივა დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის შემოღებას ითვალისწინებს, რომელიც 120,000-მდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება. ახალი ინიციატივის შესაბამისად, მცირე ბიზნესის სტატუსი მიენიჭებათ მეწარმეებს, რომელთა ერთობლივი შემოსავალი წლის განმავლობაში იქნება 500,000 ლარამდე, ხოლო მცირე ბიზნესის დასაბეგრი შემოსავალი დაიბეგრება მინიმალური, ერთობლივი შემოსავლის 1%-იანი გადასახადით.

ახალი საგადასახადო რეფორმა სექტორის უფრო მეტ გამჭირვალობას უზრუნველყოფს, რაც თავის მხრივ, ხელს შეუწყობს მცირე მეწარმეებს უფრო მეტად ჰქონდეთ წვდომა ფინანსურ რესურსებზე. შემოთავაზებული ცვლილებები მნიშვნელოვანი სტიმული იქნება მცირე ბიზნესის შემდგომი განვითარებისთვის საქართველოში.

პრეზენტაციაზე კერძო სექტორის წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საგადასახადო კოდექსში მომზადებულ რამდენიმე მნიშვნელოვან სიახლეს, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სფეროების განვითარებას.

საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები საქართველოს პარლამენტში  უკვე ინიცირებულია.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები