მამუკა ბახტაძე, საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის თავმჯდომარის მოადგილესა და მმართველ დირექტორს, იუსუფ ალ ბასამს შეხვდა.

მამუკა ბახტაძე, საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის  თავმჯდომარის მოადგილესა და მმართველ დირექტორს, იუსუფ ალ ბასამს შეხვდა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე, საუდის არაბეთის სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საუდის არაბეთის განვითარების ფონდის  თავმჯდომარის მოადგილესა და მმართველ დირექტორს, იუსუფ ალ ბასამს შეხვდა.

საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის საინვესტიციო და ბიზნესკავშირების გააქტიურების პერსპექტივას, თანამშრომლობის საკითხებს ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა, ტურიზმი, ტრანსპორტი.

ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო პოტენციალის მქონე ქვეყნის მნიშვნელობას, საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით.

მხარეებმა კმაყოფილება გამოთქვეს ორ ქვეყანას შორის შემოსავლებსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილების შესახებ დღეს ხელმოწერილი შეთანხმების გამო, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ინვესტიციების მოზიდვას.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები