მამუკა ბახტაძე: საქართველო – აშშ-ს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი

მამუკა ბახტაძე: საქართველო – აშშ-ს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი

“ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობა არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და უფრო მეტიც, არასდროს ყოფილა ასეთი ყოვლისმომცველი”, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს მდივნის და პრეზიდენტ ტრამპის მრჩევლის, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონის ვიზიტს საქართველოში.
როგორც მთავრობის მეთაურმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ჯონ ბოლტონი არის საქართველოს ერთგული მეგობარი და მას აქვს კონკრეტული ხედვა, თუ როგორ არის შესაძლებელი კიდევ უფრო გაღრმავდეს სტრატეგიული ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის.
„ბატონ ბოლტონს სექტემბერში ვაშინგტონში შევხვდი და ჩვენ გვქონდა არსებითი საუბარი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და რეგიონში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ვიზიტის შედეგად ერთობლივი მოქმედების გეგმა გახდება კიდევ უფრო კონკრეტული და ამავე დროს უფრო კონკრეტულ შედეგებზე ორიენტირებული.
ჯონ ბოლტონი საქართველოს ხვალ ეწვევა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები