მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე – ორიენტირებული ვართ ამ ორ წლიანი გეგმის შესრულებაზე

მამუკა ბახტაძე სამთავრობო ცვლილებებზე – ორიენტირებული ვართ ამ ორ წლიანი გეგმის შესრულებაზე

მედიაში გავრცელებულ სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ უპასუხა. მისი თქმით, გუნდი ორიენტირებულია იმ გეგმის შესრულებაზე, რომელიც ორ წელიწადზეა გათვლილი.

“ჩვენ მივიღეთ მკაფიო გზავნილები, ჩვენი მოქალაქეებისგან, როგორც პირველ, ისე მეორე ტურში. ამის შესახებ განვაცხადეთ, რომ ეს გზავნილები გააზრებულია. გვყავს ახალი მინისტრთა კაბინეტი, რომელიც კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. ორიენტირებული ვართ ამ ორ წლიანი გეგმის შესრულებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ორი წლის ბიუჯეტი – 20 მილიონი ლარის ინვესტირება და გამოყენება მოსახლეობის სასარგებლოდ მოხდეს ეფექტურად”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები