მამუკა ბახტაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.(იხ.ფოტოები)

მამუკა ბახტაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.(იხ.ფოტოები)

საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტს განაგრძობს.

ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრმა სხვა მნიშვნელოვან შეხვედრებთან ერთად, ბიზნესლანჩი გამართა იმ ინსტიტუციურ ინვესტორებთან, რომლებსაც განხორციელებული აქვთ ინვესტიციები ქართულ კომპანიებში. შეხვედრაზე მინისტრმა ისაუბრა განხორციელებული და ახლო მომავალში დაგეგმილი რეფორმების შესახებ.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგნელებსაც შეხვდა, სადაც  საქართველოსა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს შორის თანამშრომლობის  მნიშვნელობაზე ისაუბრეს და ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების დინამიკა პოზიტიურად შეაფასეს.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები