მამუკა ბახტაძე: ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო

მამუკა ბახტაძე: ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო

“ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ ბაკურიანში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაური აფხაზეთის ომის 27 წლისთავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ 14 აგვისტო არის უმძიმესი დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში და უდიდესი ტკივილა თითოეული მოქალაქისთვის.
“ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს საერთო ფესვები და ჩვენი მომავალიც უნდა იყოს საერთო. ეს იყო ძმათამკვლელი ომი და ეს საერთო ტკივილია, რომელიც ერთობლივად უნდა დავძლიოთ. დარწმუნებული ვარ, მშვიდობითა და განვითარებით მივაღწევთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან გაერთიანებასა და საერთო წარმატებული ქვეყნის შექმნას. მშვიდობასა და განვითარებას ალტერნატივა არ აქვს”, – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები