მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს ტრონდ მოეს (Trond Moe) შეხვდა.

მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს ტრონდ მოეს (Trond Moe) შეხვდა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ჩრდილოეთის გარემოსდაცვითი საფინანსო კორპორაციის ვიცე-პრეზიდენტს ტრონდ მოეს (Trond Moe) შეხვდა.

მხარეებმა აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის საქართველოში მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს, რომელთა განხორციელებაც უახლოეს პერიოდშია დაგეგმილი.

„აღნიშნულ პროექტებს შორისაა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს შენობების ენერგოეფექტურად მოწყობას და  ერთ-ერთი პირველია, რომელმაც ენერგოეფექტურობის ახალი სტანდარტი უნდა დანერგოს ქვეყანაში. აღნიშნულ ფინანსურ ინსტიტუტს მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ზოგადად, ენერგეტიკის, ენერგოეფექტურობის სფეროში. ვთვლით, რომ იგი მნიშვნელოვან პარტნიორად უნდა იქცეს საქართველოსთვის აღნიშნულ სექტორში,” – აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები