მამუკა ბახტაძე-“Check-in Georgia უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიმართულია ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისკენ, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდაზე”

მამუკა ბახტაძე-“Check-in Georgia უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიმართულია ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისკენ, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდაზე”

“Check-in Georgia უფრო მეტად არის ეკონომიკური პროექტი, რომელიც მიმართულია ტურიზმისა და ბიზნესის განვითარებისა და ხელშეწყობისკენ, რასაც პირდაპირი გავლენა ექნება ჩვენი თანამოქალაქეებისა და საქართველოში არსებული კომპანიების შემოსავლების ზრდაზე”, – ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა Check-in Georgia-ს 2018 წლის პრეზენტაციაზე განაცხადა.

სიტყვით გამოსვლისას პირველმა ვიცე-პრემიერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროექტის მიმდინარეობისას რამდენიმე ათასი ადამიანი დასაქმდება, მათ შორის, პროექტში ჩართული კერძო კომპანიების მიერ.

„ასეთ ღონისძიებებში ჩადებული ყოველი ლარი, საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის კეთილდღეობას ხმარდება. ეს პროექტი გამიზნულია იმისთვის, რათა უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ მთელი მსოფლიოდან და ასევე მოვახდინოთ შიდა ტურიზმის წახალისება, ვინაიდან შიდა ტურიზმს ჩვენ ეკონომიკაში მოაქვს არანაკლები შემოსავალი და ქმნის არანაკლებ სამუშაო ადგილს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა ანაკლიაში დაგეგმილ ღონისძიებებზე და აღნიშნა, რომ ანაკლიაში წელს რამდენიმე მუსიკალური შაბათ-კვირა ჩატარდება, მათ შორის, ერთი ვრცელი, 4-დღიანი მუსიკალური weekend-ი.

გარდა ამისა, ანაკლიაში კვირის დღეებში დაგეგმილია ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ ინოვაციების და სტარტაპ ეკოსისტემის ხელშემწყობი ღონისძიებების და ბუთკემპების ჩატარება.

ამასთან ერთად, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება მხარდაჭერის 3 ან 5-წლიანი პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ანაკლიაში ღონისძიებების სტაბილურ გრაფიკს – ყოველწლიური ფესტივალის არსებობას და ამ ფესტივალის გრძელვადიან მხარდაჭერას.

„გვინდა, რომ ფესტივალი, რომელიც შემდგომში ჩამოყალიბდება ანაკლიის მიმართულებით, იყოს მდგრადი და შესაბამისად, მსოფლიო რუკაზე დამკვიდრდეს, როგორც წარმატებული და საქართველოს წარმომჩენი ფესტივალი. რაც მთავარია, მინდა დავარწმუნო ზუგდიდის, ანაკლიისა და ახლომდებარე რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა, რომ ჩვენი ყურადღება იქნება მაქსიმალური, შუა კვირას დავტვირთავთ ძალიან ბევრი ღონისძიებით, რათა ბევრი ახალგაზრდა ჩავიყვანოთ და ანაკლიაში ტურისტული ცხოვრება მაქსიმალურად დატვირთული იყოს“, – აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები