მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილის მესიჯი ეხებოდათ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთ არჩევანში

მამუკა ბახტაძე: ბიძინა ივანიშვილის მესიჯი ეხებოდათ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებული თავიანთ არჩევანში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე, კიდევ ერთხელ ისაუბრა მათი გუნდის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერაზე.
როგორც მან აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მესიჯი ეკუთვნოდათ სწორედ მათ, ვინც ჯერ კიდევ არ არიან ჩამოყალიბებულები თავიანთ არჩევანში.
პრემიერის თქმით, დამოუკიდებელი კანდიდატის მხარდასაჭერა კი, მიზნებისა და ფასეულობების მხარდაჭერას ნიშნავს.
„ჩვენი პოლიტიკური გუნდის მხრიდან სალომე ზურაბიშვილს აქვს სრული მხარდაჭერა. თუ რომელიმე ადამიანი არ არის ჩამოყალიბებული თავის არჩევანში, პარტიის თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მესიჯი სწორედ მათ ეხებოდათ. არაერთხელ გავაკეთეთ განცხადება, რატომ ვუჭერთ მხარს თავისუფალ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს.
​ჩვენი გუნდის პოლიტიკური ფილოსოფია გახლავთ, საქართველოში საპარლამენტო დემოკრატიის მშენებლობა. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პარტიული წარმომადგენლობა ყველა დონეზე. ჩვენი კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი წარმოგვიდგენია სწორედ ზეპარტიულ ფიგურად, ადამიანად, რომელსაც შეუძლია, ითამაშოს თავისუფალი და ზეპარტიული როლი, იმ შემთხვევაში, როდესაც ქვეყანას ეს დასჭირდება“, – განაცხდა მამუკა ბახტაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები