მამუკა არეშიძე – ბიძინა ივანიშვილის მხრიდან “რუსთავი 2“-ის მისამართით არანაირი მუქარა არ გაჟღერებულა

მამუკა არეშიძე – ბიძინა ივანიშვილის მხრიდან “რუსთავი 2“-ის მისამართით არანაირი მუქარა არ გაჟღერებულა

ექსპერტი მამუკა არეშიძე თვლის, რომ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან „რუსთავი 2“-ის მისამართით ზეწოლის ან მუქარის შემცვლელი მესიჯი არ გაჟღერებულა.

ამის შესახებ არეშიძემ 23 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილის მიერ სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტისთვის მიცემული ინტერვიუს კომენტირებისას განაცხადა.

მამუკა არეშიძე ამბობს, რომ „ბიძინა ივანიშვილის ადგილას რომ ვყოფილიყავი, ამდენ ყურადღებას „რუსთავი 2“-ს არ მივაქცევდი“.

„არანაირი მუქარა არ ყოფილა, მან აბსოლუტად სხვა რამე იგულისხმა. იგულისხმა, რომ ისეთ სიტუაციას შექმნის, რომელიც, მისი აზრით, „რუსთავი 2“-ს დაეხმარება, იყოს უფრო ობიექტური. მან თქვა, რომ გაკეთდება რეიტინგები, გამოკითხვებს ჩავატარებთო, რომელიც „რუსთავი 2“-ს დაეხმარება, დაინახოს, რომ მის მიერ წარმოებული სარედაქციო პოლიტიკა არ არის რელევანტური, სწორი და მართალი“, – აღნიშნა ექსპერტმა.

მამუკა არეშიძემ 2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი გაიხსენა.

 „ერთი რაზა მახსენდება, რომელის ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე პატარა სოფლის მცხოვრებლებმა თქვეს 2012 წლის არჩევნების დროს. ისინი ძალიან მძიმე პირობებში ცხოვრობდნენ და როდესაც ვაჩვენეთ წყალტუბოს ერთ-ერთ სოფელში გადაღებული კადრები, იმათ თქვეს, რომ „რუსთავი 2“-ის ყურების შედეგად, გვეგონა, რომ მხოლოდ ჩვენ ვიყავით ასეთ მძიმე პირობებში, თურმე სხვაგანაც ყოფილა ასეთ მძიმე პირობებში მყოფი სოფლებიო. მაშინ „რუსთავი 2“ სხვა ტიპის სარედაქციო პოლიტიკას აწარმოებდა, თითქოს ყველაფერი კეთდებოდა და ყველაფერი აყვავებული იყო. ისეთივე თვალთმაქცური იყო მაშინ „რუსთავი 2“-ის პოლიტიკა, როგორც დღეს, უბრალოდ მაშინ სხვა კუთხით. „რუსთავი 2“ რომ ობიექტური ტელევიზია არ არის – ფაქტია. მაგრამ ხაზგასმით ვამბობ, რომ „რუსთავი 2“ უნდა არსებობდეს, იმიტომ, რომ განსხვავებული პოზიცია უნდა არსებობდეს, თუმცა ტონს უნდა დაუწიონ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილის ტონალობას, მე მასში მუქარა ნამდვილად ვერ დავინახე, მაგრამ ვიმეორებ, ამდენ ყურადღებას „რუსთავი 2“-ს არ დავუთმობდი“, – განაცხადა მამუკა არეშიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები