მამა გიორგისთან ვისაუბრეთ ბევრ თემაზე, ცოტა დაძაბული და მკაცრი საუბარიც გვქონდა-მეუფე დიმიტრი

მამა გიორგისთან ვისაუბრეთ ბევრ თემაზე, ცოტა დაძაბული და მკაცრი საუბარიც გვქონდა-მეუფე დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტის, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილის განცხადებით, დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრაზე შეკვეთილ სტატიებთან დაკავშირებით მკაცრი საუბარი ჰქონდა. როგორც მეუფემ ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, დეკანოზმა შეკვეთილ სტატიებთან კავშირი დღესაც უარყო.

”მამა გიორგისთან ვისაუბრეთ ბევრ თემაზე. ცოტა დაძაბული საუბარი გვქონდა, მკაცრი საუბარიც გვქონდა. ვუსაყვუდურე რომ არ ჩამაყენა საქმის კურსში ბიზნესებთან დაკავშირებით. მკაცრი საუბარი გვქონდა შეკვეთილ წერილებთან დაკავშირებითაც. იცით, რომ ბატონი ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ წერილი იწერებოდა, მერე მამა გიორგი მეუბნებოდა მეუფე დიმიტრი მადლობას გიხდისო. მეუფე იაკობი ოხანაშვილს და მამა გიორგის ადებდა ხელს. მაშინ სულ პირჯვრის წერით დაიფიცა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონდა სტატიებთან. ახლაც იგივე თქვა, რომ არანაირი შეხება არ მქონდაო”, – განაცხადა მეუფემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები