მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის მოთხოვნებზე – დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო

მაია ცქიტიშვილი ოპოზიციის მოთხოვნებზე – დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო

დამთავრდა ულტიმატუმების ენაზე საუბრის დრო, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული ოპოზიციის გუშინდელ მოთხოვნებს და 16 დეკემბრამდე ხელისუფლებისთვის მიცემულ ვადას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ოპოზიციის ლიდერებს სურვილი აქვთ, რომ დესტაბილიზაციის ელემენტები შეიტანონ და გააჩინონ განცდა, რომ არჩევნები გაყალბდა და შედეგებს არ აღიარებს ქართველი ერი.

„ჩვენ არჩევნებზე ქართველი ხალხის ნება ვიხილეთ. საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ საშუალება თავისუფალი არჩევანი დაეფიქსირებინათ, რაც მათ გააკეთეს. არჩევნები მაღალ დონეზეა შეფასებული ყველა საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის მიერ”, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გაერთიანებული ოპოზიცია ხელისუფლებას სამუშაო ჯგუფის შექმნას სთავაზობს და ამისთვის ვადას 16 დეკემბრამდე აძლევს. როგორც გუშინ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, სწორედ ამ პასუხზე იქნება დამოუკიდებული მათი შემდგომი ნაბიჯები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები