მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს ის მოთხოვნები, რომელსაც მმართველი გუნდი ან სხვა პოლიტიკური პარტიები წარადგენენ

მაია ცქიტიშვილი: ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს ის მოთხოვნები, რომელსაც მმართველი გუნდი ან სხვა პოლიტიკური პარტიები წარადგენენ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე დიალოგში ჩართული ყველა მხარე შეთანხმების საჭიროებას ხედავს.

მისივე თქმით, ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს ის მოთხოვნები, რომელსაც მმართველი გუნდი ან სხვა პოლიტიკური პარტიები წარადგენენ.

„საქართველოში პოლიტპატიმრები არ გვყავს. მნიშვნელოვანია, რომ ობიექტური შეფასებები გვქონდეს იმ ადამიანების ქმედებებისა და სამართალდარღვევების თაობაზე, რის გამოც ამა თუ იმ პირს ესა თუ ის ზომა აქვს შეფარდებული. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ვნახეთ, რომ ბევრი სხვადასხვა მოსაზრება იყო და ეს პოზიციები უფრო და უფრო ახლოვდება.

პირველ რიგში, დიალოგი არის ერთმანეთის მოსმენა და კომპრომისი, თუნდაც, ის პირობები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იყო გაჟღერებული და „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნა მიღებული, რაც ე.წ. 40-პროცენტიან ჩამკეტს გულისხმობს, ეს ერთ-ერთი გამოხატულებაა იმ დიალოგის, რაც მხარეებს შორის მიმდინარეობს. ვამბობთ ხოლმე, რომ მთავრობაში მხოლოდ ოპტიმისტები ვართ, სხვანაირად შეუძლებელია საქმის კეთება და პოზიტიური მოლოდინი მაქვს, რომ ყველა მხარე, რომელიც დიალოგშია ჩართული, შეთანხმების საჭიროებას ხედავს.
„ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციის მოთხოვნების ნაწილი გაიზიარა და ოპოზიციამაც უნდა გაიზიაროს ის მოთხოვნები, რომელსაც მმართველი გუნდი ან სხვა პოლიტიკური პარტიები წარადგენენ. დაველოდოთ, დიალოგის შედეგებს. ამ პროცესში ჩვენი პარტნიორები გვეხმარებიან“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები