მაია ცქიტიშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ ლარი არ გამყარდეს

მაია ცქიტიშვილი: „ნაცმოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ყველაფერს აკეთებენ, რომ ლარი არ გამყარდეს

ვიცეპრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები ლარის გამყარებას ხელს უშლიან.
​როგორც მან აღნიშნა, სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და გაძლიერდეს.
„სახელმწიფოს ყველა ქმედება – იქნება ეს ეკონომიკური, სოფლის მეურნეობის თუ ინფრასტრუქტურის განვითარების ნაწილში, მიმართულია ჩვენი ბიზნესის, გლეხების, წარმოების გასაძლიერებლად. სხვადასხვა პროგრამით ხელს ვუწყობთ, რომ მათ შექმნან საწარმოო შესაძლებლობები, გაყიდონ პროდუქცია, მოიზიდონ ტურისტები, ააშენონ სასტუმროები, ამით შემოიტანონ ჩვენს ეკონომიკაში უცხოური ვალუტა და გავაძლიეროთ ლარი. თუმცა, ყველაფერი ეს ფუჭია, როდესაც რადიკალური ოპოზიცია – „ნაციონალური მოძრაობა“ და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ ამ პროცესს შეუშალონ ხელი და მუდმივად ვიყოთ რევოლუციების და გადატრიალებების რეჟიმში.
ხელისუფლებას რისი გაკეთებაც შეუძლია, პირველ ყოვლისა, არის სტაბილურობისა და სახელმწიფო ინსტიტუციების გამართული მუშაობის შენარჩუნება და სწორედ ამით იყო დაკავებული მას შემდეგ, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „რუსთავი 2-ის“ ჟურნალისტებმა პირდაპირ ეთერში სცადეს ამის დარღვევა. საქართველოს მთავრობა ცდილობს, შეინარჩუნოს ის ურთიერთობები, რაც წლების განმავლობაში პრაგმატული პოლიტიკის შედეგად მოიპოვა. ეს ეხება როგორც გაყიდვებს, ისე – ტურისტების მოზიდვას. ჩვენმა ეკონომიკურმა გუნდმა მცირე მეწარმეებსა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებს შესთავაზა დახმარების კონკრეტული პაკეტი, რომელიც მათ სჭირდებათ იმისთვის, რომ გაუძლონ ამ სეზონს და შემდეგისთვის ეცადონ, სხვა ქვეყნებიდან მოიზიდონ ტურისტები. სახელმწიფო ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს იმისთვის, რომ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს და გაძლიერდეს“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები