მაია ცქიტიშვილი – მედია ნუ შექმნით აჟიოტაჟს, სადაც საფუძველი არ არსებობს

მაია ცქიტიშვილი – მედია ნუ შექმნით აჟიოტაჟს, სადაც საფუძველი არ არსებობს

რა თქმა უნდა, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს ახალ მინისტრთა კაბინეტში ვიხილავთ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ცქიტიშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, მთავრობაში არანაირი დაპირისპირება არაა.

„კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ არავითარი დაპირისპირება ქალბატონ ტიკარაძესა და მთავრობის წევრებს შორის არ არის და მედია ნუ შექმნით აჟიოტაჟს, სადაც საფუძველი არ არსებობს“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები