მაია ცქიტიშვილი ხაზარაძის ბრალდებებს ჭორაობას უწოდებს

მაია ცქიტიშვილი ხაზარაძის ბრალდებებს ჭორაობას უწოდებს

„რა თქმა უნდა, ასეთი ფრაზა არ ყოფილა ნათქვამი და არც ასეთი სულისკვეთება იყო შეხვედრაზე. არ მინდა შევყვე ჭორაობაში ბატონ მამუკა ხაზარაძეს“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

ჩვენ სრული მზაობა გვაქვს, რომ ეს პროექტი შედგეს. არ მინდა შევყვე ჭორაობაში ბატონ მამუკა ხაზარაძეს. რაც შეეხება მის მიერ ნახსენებ კონკრეტულ ინვესტორს, მას აქვს წარმოდგენილი განაცხადი, კონტი ჯგუფის ნაცვლად მერიდიან კაპიტალის შემოსვლასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს გარკვეული ვადა, რომ შევისწვალოთ კომპანიის წარმომავლობა, მისი რეპუტაცია“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა

მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ხელისუფლებამ ანაკლიის პროექტში ჩართვაზე ბრიტანელ ინვესტორებს უარი უთხრა. საუბარია „მერიდიან კაპიტალზე“, რომლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ის არა ბრიტანული, არამედ ყაზახური კომპანიაა, რომელიც რუსეთის ლოჯისტიკურ ბაზარზე 15 აეროპორტს ფლობს.

Read more at https://www.primetime.ge/news/1568805429-%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%AA%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98#jhSXqS1yMGBB3MSR.99

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები