მაია ცქიტიშვილი: კანონი ოპოზიციური პარტიიის ლიდერებზეც ვრცელდება და ისინი კანონზე მაღლა არ დგანან

მაია ცქიტიშვილი: კანონი ოპოზიციური პარტიიის ლიდერებზეც ვრცელდება და ისინი კანონზე მაღლა არ დგანან

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, მაია ცქიტიშვილი ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვაზე დაბარებას გამოეხმაურა.
„როგორც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქისადმი, ასევე, პოლიციის მიმართ გვაქვს მოთხოვნა, რომ მათ დაიცვან კანონი, იყვნენ და მოქმედებდნენ კანონის ფარგლებში, ასევე, ნებისმიერი პარტიის პოლიტიკურ ლიდერსაც უნდა ჰქონდეს ასეთივე პასუხისმგებლობის სტანდარტი. მათზეც ვრცელდება კანონი და მიმდინარე გამოძიება ადგენს იმას, რომ გამოძიების ფარგლებში აქვთ კითხვები ამა თუ იმ პოლიტიკურ ფიგურასთან, რა თქმა უნდა, მათ უნდა დაიცვან კანონი. მთავარია ის, რომ პოლიტიკურ ლიდერებზეც, მათ შორის – ოპოზიციური პარტიიის ლიდერებზეც ვრცელდება კანონი და ისინი კანონზე მაღლა არ დგანან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა გამოკითხვაზეა დაბარებული. ამასთან, შსს, გარდა გიგი უგულავასი, სასამართლოს ირაკლი ოქრუაშვილისა და გია ბარამიძის დაკითხვის მოთხოვნითაც მიმართავს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები