მაია ცქიტიშვილი : გამსახურდიას საქმის გამოძიება სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს

მაია ცქიტიშვილი : გამსახურდიას საქმის გამოძიება სწრაფად და ინტენსიურად მიმდინარეობს

სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლისა და სოფელში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – მაია ცქიტიშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული – ალექსანდრე მოწერელია და ზუგდიდის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი – გიორგი შენგელია ადგილზე გაეცნენ. მაია ცქიტიშვილს ჟურნალისტებმა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების შესახებ დაუსვეს კითხვა.  ცქიტიშვილის თქმით, გამოძიების პროცესი ინტენსიურად მიმდინარეობს.
“მე არ მგონია, რომ რამე ბრძოლის ელემენტები იყოს აქ შემოსატანი. რა თქმა უნდა, ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ გამოძიება არის დასასრულებელი, რაც შეიძლება სქრაფად. ეს პროცესი მიმდინარეობს სწრაფად და ინტენსიურად და მათ შორის, ოჯახის წევრებთანაც იყო შეხვედრები. ყველამ ვიცით, რომ არის რთული საქმე, რომელიც მოხდა 90-იან წლებში და შესაბამისად ამ საქმის გამოძიება არ არის მარტივი. მაქსიმალურად ვუჭერ მხარს, რომ ეს პროცესი მალე დასრულდეს”,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
შეგახსენებთ, სოფელ ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის რეაბლიტაციისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს, რომელსაც ფონდი “ქართუ” აფინანსებს.  სოფელში  გაზიფიცირების, წყალმომარაგებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის პრობლემების მოგვარებას ადგილობრივებს  პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაჰპირდა, რომელიც ადგილზე, რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები