მაია სანდუ – ყირიმი უკრაინაა და მისი უკანონო ანექსია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა

მაია სანდუ – ყირიმი უკრაინაა და მისი უკანონო ანექსია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა

ყირიმი უკრაინაა და მისი უკანონო ანექსია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. მოლდოვა არის და იქნება თქვენი სანდო და საიმედო პარტნიორი, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მოლდოვა ერთგულია მშვიდობისა და მშვიდობიანი დიპლომატიის.

აქ ვარ, რათა დავადასტურო მოლდოვის ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ყირიმი უკრაინაა და მისი უკანონო ანექსია არის საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა. მოლდოვა არის და იქნება თქვენი სანდო და საიმედო პარტნიორი. ჩვენ მხარს ვუჭერთ გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.

მოლდოვა არის სახელმწიფო, რომელიც ერთგულია მშვიდობისა და მშვიდობიანი დიპლომატიური დარეგულირების. როგორც ქვეყანა, ჩვენ ყოველთვის დამოკიდებულები ვიყავით წესებზე დამყარებული საერთაშორისო უსაფრთხოების წესრიგზე. ეს წესრიგი ახლა საფრთხეშია. გაერო-ს წესდების, ადამიანის უფლებების დეკლარაციის, ჰელსინკის ფინალური აქტის და სხვა საერთაშორისო დებულებების ხელყოფა ყველას უქმნის საფრთხეს. წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი, ძალის გამოუყენებლობა არის ერთადერთი საფუძველი, რომელზეც შესაძლებელია, მდიდარი აყვავებული რეგიონის შენება. მომავალი არ არის იძულება, ძალის გამოყენება, მომავალი არის თანამშრომლობა, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ეკონომიკური განვითარება ყველასთვის. ეს არის ის პრინციპები, რისიც მტკიცედ სჯერა ჩემს ქვეყანას“, – განაცხადა მაია სანდუმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები