მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდებ

მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდებ

ცენტრ პოინტის“ დამფუძნებლებთან მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილთან საპროცესო შეთანხმება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს გაფორმდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის ადვოკატმა, მარიამ ცუცქირიძემ განუცხადა, სავარაუდოდ, თვის ბოლოსთვის დასრულდება ინვესტორებთან მოლაპარაკებები, რის შემდეგაც უკვე პროკურატურა მსჯავრდებულებს საპროცესო შეთანხმებას გაუფორმებს.

მისივე თქმით, ამჟამად მხარეებს შორის მუშა პროცესი მიმდინარეობს და საპროცესო შეთანხმების დეტალები ზუსტდება. ადვოკატის თქმით, მოლაპარაკებები „ცენტრ პოინტის“ გაყიდვაზე კვლავ რამდენიმე კომპანიასთან მიმდინარეობს.

კატეგორიები: სამართალი

კომენტარები

მსგავსი სიახლეები