“მაგთიმ” ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა.

“მაგთიმ” ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა.

“მაგთიმ” ტელევიზიის პაკეტის ფასი გაზარდა. როგორც კომპანიის ვებგვერდზე წერია, ტარიფის ცვლილება 1 დეკემბრიდან ამოქმედდება.

“გაცნობებთ, რომ 2017 წლის 1 დეკემბრიდან 6 ქართული ტელეარხის: რუსთავი 2, კომედი არხი, მარაო, იმედი, მაესტრო და ჯიდიესის ერთობლივი მოთხოვნით, აღნიშნული არხების რეტრანსლირება ტრანზიტორი ოპერატორებისთვის ხდება ფასიანი.

მაგთიკომი იძულებულია 1 დეკემბრიდან განახორციელოს ტარიფების ცვლილება და გაზარდოს ტელევიზიის ყველა პაკეტის ფასი 2 ლარით (ტარიფი მოიცავს არხების რეტრანსლირების უფლების საფასურსა და სხვა ყველა გადასახადს).

“მაგთიკომი” ყოველთვის მოქმედებს კანონის შესაბამისად და აწვდის საკუთარ აბონენტებს მხოლოდ ლიცენზირებულ (ლეგალურ) კონტენტს.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები