MAGNUM PHOTOS და ”თიბისი ბანკი MAGNUM PHOTOS საიუბილეო პროექტს წარადგენენ.

MAGNUM PHOTOS და ”თიბისი ბანკი MAGNUM PHOTOS საიუბილეო პროექტს წარადგენენ.

MAGNUM PHOTOS და ”თიბისი ბანკი” MAGNUM PHOTOS 70 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო პროექტს წარადგენენ.

”თიბისი ბანკის” ინფორმაციით, პროექტი „რუსული დღიურის კვალდაკვალ”- თომას დვორჟაკის/ Magnum Photos და ჯულიუს შტრაუსის მონაწილეობით იქნება წამოდგენილი.

18 სექტემბერს, 19:30 საათზე, „თბილისის ფოტო ფესტივალის“ ფარგლებში, ”თიბისი ბანკის” საგალერეო სივრცეებში ორი გამოფენა შედგება: „რუსული დღიურის კვალდაკვალ“, თომას დვორჟაკის ფოტოგამოფენა და ალბომის პრეზენტაცია – თიბისი გალერეა. „რობერტ კაპას მოგზაურობა საქართველოში, 1947 წ“ – თიბისი არტ გალერეა.

”პროექტით Magnum Retold („მაგნუმის ისტორიების კვალდაკვალ“) Magnum Photos მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ამბების თხრობას აგრძელებს. პროექტი გულისხმობს ფოტოგრაფიის ისტორიის უმნიშვნელოვანესი მოვლენების თავიდან გადაღებას. პროექტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია თომას დვორჟაკის და ჯულიუს შტრაუსის მოგზაურობა რობერტ კაპას და ჯონ სტაინბეკის “რუსული დღიურის” (1947) კვალდაკვალ. რობერტ კაპამ და ამერიკელმა მწერალმა ჯონ სტაინბეკმა, საბჭოთა კავშირში 1947 წელს, ცივი ომის ადრეულ პერიოდში იმოგზაურეს და ამ მოგზაურობის ამსახველი არაჩვეულებრივი მასალა შექმნეს.

Magnum Photos – მა გადაწყვიტა, ამ ისტორიის კვალდაკვალ, თანამედროვე, ყოვლისმომცველი, ვიზუალური ტილოს შესაქმნელად, რუსეთისა და საქართველოს საუკეთესო მცოდნე ფოტოგრაფი, თომას დვორჟაკი და მწერალი, ჟურნალისტი ჯულიუს შტრაუსი, გაეზავნა რეგიონში, სადაც დღეს ბევრი მკვლევარი ახალი ცივი ომის აჩრდილებს ხედავს. ორივე მოგზაურობის ამსახველ ფოტოკოლექციას ერთ სივრცეში მოეყრება თავი. ღონისძიებებზე, რომელიც „თიბისი“ ბანკის სათავო ოფისში გაიმართება, დასწრება თავისუფალია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები