“მადლობას ვუხდი “ეუთო”-ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის”

“მადლობას ვუხდი “ეუთო”-ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის”

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი “ეუთო”-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ “Twitter”-ში ეხმაურება. მთავრობის მეთაური “ეუთო”-ს გენერალურ მდივანს მადლობას უხდის საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის.

“ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა “ეუთო”-ს გენერალურ მდივან ჰელგა შმიდთან. ყურადღება გავამახვილეთ საქართველო-ეუთოს თანამშრომლობაზე და კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე. განვიხილეთ საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკა. მადლობას ვუხდი “ეუთო”-ს საერთაშორისო ასპარეზზე ფასდაუდებელი მხარდაჭერისა და ჩართულობისთვის”,– წერს ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “Twitter”-ში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები