მადლობა ღმერთს, ეს საკითხი ჩვენთვის პოლიტიკურად აქტუალური არ არის-ირაკლი კობახიძე

მადლობა ღმერთს, ეს საკითხი ჩვენთვის პოლიტიკურად აქტუალური არ არის-ირაკლი კობახიძე

მადლობა ღმერთს, ეს საკითხი ჩვენთვის პოლიტიკურად აქტუალური არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

მისი თქმით, ამ საკითხის სამართლებრივი მხარე შესაბამისი ორგანოების პრეროგატივაა. „ჩვენ უკვე გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით კომენტარი. პოლიტიკურად აქტუალური ჩვენთვის, მადლობა ღმერთს, ეს საკითხი არ არის. რაც შეეხება სამართლებრივ მხარეს, ეს არის აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისი ორგანოების საქმე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები