სპეცოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის დედა ამბობს, რომ აჰმედ ჩატაევის ჯგუფის წევრებს – ლიკვიდირებულ ასლანბეგ სოლტახმადოვს და დაკავებულ შოაიფ ბორზიევის სულ სხვა სახელებით იცნობდა. ამასთან, მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ არ იცოდა ჰქონდათ თუ არა მათ რაიმე კავშირი ტერორისტებთან. მისი თქმით, მან ეს პირები სუსის მიერ გავრცელებულ კადრებში ამოიცნო. დაჭრილის დედა ამბობს, რომ აღნიშნული კადრები 2 წლისწინანდელია.
“2 წლის წინანდელი კადრებია. მეც ვიცნობდი იმ ბიჭებს, მაშინ ჩემთვისაც გაეხვრიტათ შუბლი. თუ ასეთი დამნაშავეები იყვნენ, მთელი 2 წლის განმავლობაში რატომ დაიარებოდნენ თბილისშიც და ხეობაშიც?! შუბლზე არავის აწერია ტერორისტი. ჩვენთან სტუმრად თუ მოვიდა ვინმე, სტუმართმოყვარეობით ვიცით შემოპატიჟება, თუ ეს დანაშაულია, პირველ რიგში მე ვარ დამნაშავე, ჩემი შვილი კი არა. ეს ადამიანები მეზობლად მოდიოდნენ, ფეხბურთსაც თამაშობდნენ, მეჩეთში სალოცავად დადიოდნენ, საბანაოდ დადიოდნენ მდინარეზე. რამდენი ხანია აქ არიან. თუ იმათ ჩატაევთან ჰქონდათ კავშირი, ჩემი შვილი რა შუაში იყო. სხვა სახელებით ვიცნობდით მათ, გავრცელებული ვიდეო რომ ვნახეთ, მივხვდით რომ ესენი იყვნენ ეჭვმიტანილები. კადრები რომ ვნახე, მათი ნამდვილი სახელებიც მაშინ გავიგე – ჩვენ სეიფულა და აბდულათი ვიცნობდით”,- თქვამედიკო მარგოშვილმა.
სუსის ცნობით, პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებული ხუთი მოქალაქე დაეხმარა აჰმედ ჩატაევს საქართველოს საზღვარზე გადმოსვლაში. სუსის ცნობით, დაკავებული პირები 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციის დროს დახოცილ ჯგუფთან ერთად, საქართველოსა და თურქეთში ტერაქტებს გეგმავდნენ. ასევე იგეგმებოდა თავდასხმები საქართველოში მომუშავე დიპლომატიურ კორპუსებზე.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. მაჩალიკაშვილის მშობლები და პანკისის უხუცესები აჰმედ ჩატაევთან და ტერორისტებთან მაჩალიკაშვილს კავშირს გამორიცხავენ.
წყარო:imedinews.ge
მსგავსი სიახლეები

მაია ცქიტიშვილი: ხიბულაში მიმდინარე პროექტები არის იმის მაგალითი, თუ როგორ თანამშრომლობს ფონდი “ქართუ” და სახელმწიფო

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, სადაც სამტრედიიის სოციალურ სააგენტოში მომხდარი ფაქტია აღბეჭდილი.
