MACH&MACH და გიორგი ქებურუVogue-სა და Swarovski-ს პროექტში მოხვდნენ

MACH&MACH და გიორგი ქებურუVogue-სა და Swarovski-ს პროექტში მოხვდნენ

 

ორი ქართული ბრენდი Vogue Talents-ის კონკურსში მოხვდა, რომელიც Vogue-სა და Swarovski-ს ერთობლივი პროექტია. კონკურსში დიზაინერი გიორგი ქებურია და MACH & MACH-ის მოდის სახლი მონაწილეობს, რომელშიც დიზაინერი დები გვანცა და ნინა მაჭარაშვილები არიან.

Vogue Talents-ის მონაწილეებს უნდა წარმოედგინათ Swarovski-თ გაფორმებული სამოსი. საუკეთესო ნამუშევრები Vogue-სა და Swarovski-ის ერთობლივ კოლექციაში შევა. კოსტუმების ჩვენება მილანის მოდის კვირეულზეც არის დაგეგმილი.

 

Vogue Talents-ი ახალგაზრდა დიზაინერებისა მოდის ბრენდების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. Vogue და Swarovski ამ პროექტით ნიჭიერ დიზაინერებს საერთაშორისო ბაზარზე გასვლაში ეხმარებიან. პროექტის მონაწილეებს საშუალება ეძლევათ კონტაქტები დაამყარონ პოტენციურ კლიენტებთან და საცალო მაღაზიებთან.

 

კატეგორიები: შოუ-ბიზნესი

კომენტარები