ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო

ლვოვის ოლქის ქალაქ მოსტისკას სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვა დაიწყო. ამის შესახებ პოლიტიკოსის ”ფეისბუქის” პირად გვერდზე მიმდინარე ტრანსლაციიდან გახდა ცნობილი.
უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილს ბრალად მხოლოდ ”საზღვრის უკანონო გადაკვეთა” ედება. ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია 325 დოლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს.
როგორც ”რია ნოვოსტის” სააკაშვილის ადვოკატმა მარკიან გალაბალამ განუცხადა, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე უკრაინის ხელისუფლებამ შესაძლოა პოლიტიკოსი, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენი პირი მოქალაქეობის გარეშე, ქვეყნიდან გააძევოს. ”სასამართლო სხდომას გახსნილად ვაცხადებ”, – განაცხადა მოსამართლე იური ბილოუსმა.
კატეგორიები:
მსოფლიო
მსგავსი სიახლეები

რა შემთხვევაში დაუპირისპირდება რამზან კადიროვი რუსეთს: “შესაძლებლობა რომ მქონდეს, მიანმარზე ატომური ბომბებით მივიტანდი იერიშს”
