ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა.

ლუქსემბურგმა საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ “კვირას” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს. ლუქსემბურგის საჰერცოგოს  შესაბამისი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებულ გარემოს შესახებ მონაცემებს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც  საქართველოში ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციები შეუფერხებლად მუშაობენ და ადამიანებს არ ემუქრებათ საფუძვლიანი საფრთხე იმისა, რომ წარმოშობის ქვეყანაში (საქართველოში) მოხდება მათი დევნა რასის, რელიგიის, აღმსარებლობის, ეროვნების, გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულების გამო.

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგი ევროკავშირის/შენგენის სივრცეში მეშვიდე სახელმწიფოა, ბელგიის, ნიდერლანდების, საფრანგეთის, ბულგარეთის, ავსტრიისა და ისლანდიის შემდეგ, რომელმაც საქართველო უსაფრთხო ქვეყნად აღიარა.

ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა სამინისტროს იმიგრაციის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანის შედეგად საქართველოს მოქალაქეების  თავშესაფრის განაცხადების განსახილველად გამოყენებული იქნება დაჩქარებული პროცედურა, რაც განაცხადის განხილვის ჩვეულებრივ ვადას  სამჯერ ამცირებს.   კერძოდ, საქართველოდან თავშესაფრის მთხოვნელთთათვის მიმდინარე წლის 29 იანვრიდან  ამოქმედდა სწრაფი პროცედურა, რომლის მიხედვითაც თავშესაფრის მთხოვნელს ინტერვიუზე იწვევენ თავშესაფრის მოთხოვნიდან ოთხის დღის შემდეგ, ხოლო  თავშესაფრის მოთხოვნაზე  პასუხს აძლევენ  ინტერვიუდან 6 დღეში. შესაბამისად, ლუქსლებრუგში საქართელოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების განხილვის ვადა ექვსი თვიდან შემცირდა ათ დღემდე. მსგავსი სახის დაჩქარებული პროცედურა მოქმედებს ასევე  დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან თავშესაფრის მთხოვნელთა მიმართაც.

ასევე აღსანიშნავია, რომ რომ 2017 წელს ლუქსემბურგმა საქართველოს მოქალაქეების მხრიდან  თავშესაფრის არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები