ლოგისტიკის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს.

ლოგისტიკის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Agility Group-ი საქართველოსთან თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავს. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ტარეკ სულთან ალ ესამ დავოსში საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, საქართველოს შესანიშნავი შესაძლებლობები აქვს, შეასრულოს რეგიონულიი ცენტრის როლი.
ყურადღება დაეთმო სატრანსპორტო-ინფრასტრუქტურულ და ლოგისტიკურ პროექტებს, ასევე საქართველოში ამ მიმართულებით არსებულ პოტენციალს.
“ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ შედეგებისადმი, რაც ამ თანამშრომლობამ შეიძლება მოიტანოს. ნათელია, რომ საქართველოს შესანიშნავი და განუმეორებელი შესაძლებლობები გააჩნია რეგიონული ცენტრის როლის შესასრულებლად. ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება პორტებსა და მეზობლებთან კავშირების გამყარების დანიშნულების მქონე ობიექტებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ანალოგიური მნიშვნელობისაა პროგრესულად მოაზროვნე მთავრობა, რომელიც ზრუნავს ბიზნესგარემოს რეფორმირებაზე, რათა საქართველოში ბიზნესის კეთება კიდევ უფრო გამარტივდეს. საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა თქვენი ქვეყნის სტრატეგიას ძალიან კარგად ესადაგება. ამიტომ, ყოველივე ეს ძალიან პოზიტიურად იმოქმედებს საქართველოს სტრატეგიის პრაქტიკულ განხორციელებაზე”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ Agility Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.
Agility Global Integrated Logistics-ი ინტეგრირებული ლოგისტიკის ლიდერი მიმწოდებელია. კომპანიას მსოფლიოს 100 ქვეყანაში 500-მდე ოფისი აქვს და 22 ათასი თანამშრომელი ჰყავს. Agility-ის წლიური შემოსავალი 4,6 მილიარდი აშშ დოლარია.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, მსოფლიო ბანკი საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტით დაინტერესდა

“ახალი საბაჟო კოდექსი კერძო სექტორითვის საგარეო ვაჭრობასთან დაკავშირებულ დანახარჯებს შეამცირებს”-ლაშა ხუციშვილი

გიორგი გახარია საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველ დირექტორს და აღმასრულებელ დირექტორთა საბჭოს მადლობას უხდის.

პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში საქართველოში პირველად, მასპინძლობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მსოფლიო ფორუმი Welcome Challenge გაიმართება.

უკრაინაში, საქართველოს საელჩოში ალტერნატიული საბორნე მარშრუტის შესახებ პროექტის პრეზენტაცია გაიმართა
